სამეგრელო-ზემო სვანეთი
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის,მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ეს wikipedia-ს გაგებით. :)
ამის გარდა მეგრელები ძალია სტუმათმოყვარე და დიდი კულტურის მატარებელი ხალხი ვართ. (შემიძლია ამაყად განვაცხადო) ამ ძირძველ კუთხეში შემორჩენილია უძველესი ტრადიციები, რომელიც ეხება ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ქორწილიდან დაწყებული, დაკრძალვით დამთავრებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს გააჩნია ულამაზესი ბუნება და კლიმატი. შეგიძლიათ დაისვენოთ მთაში, ზაფხულში დრო გაატაროთ ზღავაზე ან ორეი ერთად. ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ზღვისპირა სოფლებსა და სვანეთში, თითოეულ თქვენგან სულ მალე ზაღვაში ბანაობის შემდეგ სულ რაგაც 20 წუთში შეგეძლებათ იდგეთ თხილამურებზე სვანეთში. კიდემ უამრავი საინტერესო და საარგებლო ადგილები გააჩნია ამ მხარეს, რომელთა შესახებ მე პერიოდულად მოგიყვებით. მემგონი პირველი პოსტისათვის ცუდი არ უნდა იყოს.:)
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!!!




